თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. მამაკაცებს ფუმფულა ქალები არა მარტო მათი ნაკვთების, არამედ სხვა მთელი რიგი თვისებების გამო მოსწონთ, წერს თურქული გაზეთი Milliyet.
როგორც ირკვევა, უპირველეს ყოვლისა, მამაკაცებისთვის ტანსრული ქალები საკვებთან და ჭამასთან ასოცირდებიან — ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს სიამოვნებასთან.
მეორე მიზეზად ექსპერტები ჩახუტებას ასახელებენ. როგორც ირკვევა, მამაკაცებს ფუმფულა ქალებთან ჩახუტება ბევრად უფრო სასიამოვნოთ ეჩვენებათ.
მესამე მიზეზი, რის გამოც მამაკაცები არჩევანს ფუმფულა ქალბატონების სასარგებლოდ აკეთებენ, ეს ოპტიმიზმი, ხალისიანი და კეთილი ხასიათია. გარდა ამისა, ირკვევა, რომ სავსე ფორმების ქალები უფრო ენაწყლიანებიც არიან და მათთან კაცები ნაკლებად იწყენენ.
კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ თურმე ფუმფულა ქალბატონები მამაკაცებს უფრო ჯანმრთელებად ეჩვენებიან და ამასთან, მათი აზრით, ტანსრულ ქალებს უკეთ შეუძლიათ სირთულეებთან გამკლავება.
„ჭამა და სექსი ღვთიური სიამოვნებაა“ – რომის პაპი გადაჭარბებული მორალის წინააღმდეგ>>
ექსპერტების აზრით, ფუმფულა ქალების ბოლო თვისება, რომელიც მამაკაცებს იზიდავს, არის ალერსიანობა და სხვებზე ზრუნვის უნარი. გამოცემა კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ასეთ ქალებს უყვართ რჩეულთან უფრო მეტი დროის გატარება, და რასაც უნდა აკეთებდნენ, ერთად ყველაფერი უკეთ გამოსდით.