თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. აზერბაიჯანის ახალმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ მინისტრმა აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმართულებები.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფაიგ მაგბეტოღლუ გულიევის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნის ბრძანებას 17 აგვისტოს მოაწერა ხელი. გულიევმა პოსტზე დურსუნ ჰასანოვი შეცვალა.