საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ლაგოდეხთან იყო, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში 3,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 12:35 საათზე დაფიქსირდა ქალაქ ლაგოდეხიდან დაახლოებით 2 კილომეტრში.

მიწისძვრის ეპიცენტრი 17 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.