ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

ორჯერ იაფი და ბევრხორციანი: გამოყვანილია ქათმის ახალი ჰიბრიდი

რუსმა სელექციონერებმა სახორცე ქათმის ახალი სახეობა გამოიყვანეს, რომელიც უცხოურ ანალოგებზე ორჯერ იაფი იქნება.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. რუსმა სელექციონერებმა სახორცე ქათმის ახალი სამრეწველო ჰიბრიდი გამოიყვანეს, რომელიც ნაყოფიერების მხრივ მსოფლიო კონკურენტებს ჯაბნის, იუწყება მასმედია.

ამასთან, „სმენა 9“ – ასე ეწოდა ახალ ჰიბრიდს — მინიმუმ ორჯერ იაფი იქნება უცხოურ ანალოგებზე.

ჰიბრიდის (კროსის) გენოფონდი 70 სამეურნეო–სასარგებლო ნიშანს შეიცავს. ახალი ბროილერი იყენებს ნაკლებ საკვებს და იძლევა ბევრ ხორცს. ამასთან, იზრდება სწრაფად: დღე-ღამეში დაახლოებით 66 გრამს იმატებს და 5-6 კვირაში 42-გრამიანი წიწილა დაახლოებით 2,3–2,8 კგ ხდება.

სპეციალისტების თქმით, ახალი  ჰიბრიდი მეფრინველეობის ფაბრიკებისთვის მაღალ ეკონომიკურ ეფექტურობას უზრუნველყოფს.

„სმენა 9“-ის სახელმწიფო რეგისტრაცია 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.