რა იწვევს მკერდის ტკივილს: ხუთი მიზეზი

სარძევე ჯირკვლის ტკივილი, ანუ მასტალგია – სარძევე ჯირკვლის ფიზიოლოგიური შეშუპებაა. ზოგჯერ მკერდის ტკივილის მიზეზის ახსნა ვერ ხერხდება. ის შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ფაქტორით გამოწვეული, რომლის დადგენა და პრევენცია აუცილებელია.
Sputnik

გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს, რამაც შესაძლოა მკერდის ტკივილი გამოიწვიოს. თუმცა, როგორი ტკივილიც არ უნდა გქონდეთ, აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს და ჩაიტარეთ შესაბამისი გამოკვლევა.

მასტოპათია

ერთ-ერთი გავრცელებული ტკივილია მასტოპათიით გამოწვეული ტკივილი. საწყის ეტაპზე ქალი მკერდის ტკივილს მენსტრუაციის დაწყების წინ განიცდის, რის შემდეგაც ტკივილი ინტენსიური და ხანგრლივი ხდება. მამოლოგთან ვიზიტი და საფუძვლიანი კვლევა დაგეხმარებათ აიცილოთ გართულება და კვანძების წარმოქმნა მკერდში.

მეძუძურ დედას ყველაფერი შეუძლია მიირთვას: კომაროვსკი პოპულარულ მითს ამსხვრევს

ფეხმძიმობა

შეშუპებული მკერდი, მომატებული მგრძნობელობა და ტკივილი მკერდის არეში ფეხმძიმობის პირველი სიმპტომია. რაც უფრო მეტ ესტროგენს გამოიმუშვებს ქალის ორგანიზმი, მით სწრაფად იზრდება მკერდი. ეს პროცესი კი შესაძლოა მტკივნეული იყოს. უმჯობესია გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს გაესინჯოთ.

ფიზიკური დატვირთვა

ფიზიკური დატვირთვის, ვარჯიშის შემდეგ შესაძლოა მკერდში ტკივილი იგრძნოთ, ამიტომ ვარჯიშის დროს აუცილებლად ჩაიცვით სპორტული ბიუსჰალტერი. კუნთები სარძევე ჯირკვლების ქვეშაა განლაგებული, ამიტომაც გრძნობთ დისკომფორტს მკერდის არეში. თუ ვარჯიშის შემდეგ დისკომფორტი და ტკივილი იგრძენით, ცოტა ხანი შეწყვიტეთ ვარჯიში. ხოლო თუ ტკივილი გახშირდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

რატომ უნდა შეარჩიოთ მეტი ყურადღებით კოსმეტიკური საშუალებები ორსულებისა და ბავშვებისთვის

ბიუსტჰალტერი

ქალების უმეტესობას მისთვის შეუფერებელი, არასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი აცვია. სასურველია თქვენი ზომის და თქვენზე იდეალურად მორგებული, ბუნებრივი ქსოვილის ბიუსტჰალტერი გეცვათ. არასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი იწვევს ზურგის ტკივილს, კუნთების დაჭიმულობას და შეიძლება თავის ტკივილის მიზეზიც გახდეს.

კონტრაცეპტივები

ნებისმიერ ჰორმონალურ პრეპარტს შეუძლია მკერდში ტკივილი გამოიწვიოს. როგორც წესი, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები დიდი რაოდენობით შეიცავს ჰორმონებს. მაგრამ მათ არც ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო მედიკამენტები ჩამოუვარდება. დროთა განმავლობაში უკუჩვენების ეფექტი იკლებს, მაგრამ ექიმს ტკივილის შესახებ მაინც უნდა მოუყვეთ.