COVID-19 - ბოლო ცნობები

დღეიდან საქართველოდან ლიეტუვაში ჩასულ მგზავრებს სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ

საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის 10-დღიანი თვითიზოლაციის ვალდებულება 19 სექტემბერიდან უკვე დააწესა ლატვიამ.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოდან ლიეტუვაში ჩასული ნებისმიერი პირი დაექვემდებარება სავალდებულო 14-დღიან თვითიზოლაციას, იუწყება ლიეტუვაში საქართველოს საელჩო.

საელჩოს ცნობით, ლიეტუვის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ვალდებული არიან ლიეტუვის საზღვარზე წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი. 

ხვალიდან ხუთი ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას კარანტინის გარეშე შეძლებენ

ამასთან, ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს ლიეტუვის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა (https://keleiviams.nvsc.lt/en/form) და მიღებული დასტური, ე.წ. QR კოდი წარადგინოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდომის დროს.

„ლიეტუვის მთავრობა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, პერიოდულად აახლებს იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელების რისკია და, შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან მოგზაურობის შემთხვევაში საჭიროა სავალდებულო იზოლაციის გავლა, ასევე საზღვრის კვეთისას კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

უწყების ცნობით, იზოლაციის 14-დღიანი პერიოდი შესაძლებელია ათ დღემდე შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუ იზოლაციის მერვე დღეს პირს ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე.

საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის 10-დღიანი თვითიზოლაციის ვალდებულება 19 სექტემბერიდან უკვე დააწესა ლატვიამ. ორივე ქვეყანაში შეზღუდვები იმ სახელმწიფოებს დაუწესდათ, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული 100 ათას მოსახლეზე 25 შემთხვევას აღემატება. 

გიორგი გახარია: საქმიანი ვიზიტები ქვეყანაში უკიდურესად მნიშვნელოვანია

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას კარანტინის გავლას აღარ ექვემდებარებიან. ტურისტები საქართველოში შემოსვლას PCR-ტესტის წარდგენის საფუძველზე შეძლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება გერმანის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მოქალაქეებზე. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 193-ით გაიზარდა და 3695-ს მიაღწია, ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი. გარდაიცვალა 20. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.