იტანჯება მასწავლებელიც, მოსწავლეც და მშობელიც – კეკელიძე დისტანციურ სწავლებაზე

ქვეყნის მთავარი ბიბლიოთეკარის აზრით, სწავლების დისტანციურ მოდელს მოაქვს მხოლოდ ტანჯვა, ხოლო შედეგი – არანაირი.
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. დისტანციური ფორმით სწავლება პირველკლასელებისთვის – ეს რთული ამოცანაა, მიიჩნევს პედაგოგი, ლექტორი, მწერალი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

გამყრელიძე: ჩემი შვილიშვილები ფიქრობენ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში>>

ქვეყანაში კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო მთავრობამ სასწავლო წლის დისტანციურ რეჟიმში დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ამან საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ფორმატის მინუსებს შორის აღინიშნება სასკოლო მასალის ცუდი ათვისება და გაკვეთილების ჩატარების ცუდი ხარისხი.

„დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან, არაფერს ვამბობ პირველკლასელებზე, დისტანციური გაკვეთილის ჯეროვნად გამკლავება არის წარმოუდგენელი საქმე. თანაბრად იტანჯება მასწავლებელიც, მოსწავლეც და მშობელიც. თან ტანჯვა უშედეგოა ან მცირედშედეგიანი“, – წერს გიორგი კეკელიძე თავის Facebook-გვერდზე.

მისი თქმით, აბსურდი ან თავის მოტყუებაა, რომ ახლა ციფრული ეპოქაა და ის ამგვარი მოდელის იმპულსს ისედაც იძლეოდა. ამისთვის ტექნიკური საშუალებები უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ არავის მოსვლია აზრად კლასიკური სისტემის ჩანაცვლება.

ბავშვების დაბრუნება სკოლებში შეიძლება, თუ წესებს დავიცავთ – იმნაძე>>

„იმედი მაქვს, მალე ვისწავლით ამ ვირუსთან ისე თანაცხოვრებას, რომ ფიზიკურადაც გადავრჩეთ და გონებაც არ დაგვიზიანდეს“, – აღნიშნავს კეკელიძე.