საქართველოში დასრულდა სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“

სწავლებაში, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 7 სექტემბრიდან მიმდინარეობდა, ხუთი ქვეყნის 2,8 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. რიგით მეხუთე მრავალეროვნული სასარდლო–საშტაბო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ (Noble Partner) საზეიმო დახურვის ცერემონია სამხედრო ბაზა „ვაზიანზე“ გაიმართა.

საქართველოში დასრულდა სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“

სწავლება ნატოს ეგიდით 7 სექტემბერს დაიწყო – საქართველომ აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თავსებადობის სრულყოფაზე იმუშავა.

საქართველოში დასრულდა სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“

დახურვის ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის დეპუტატები, მთავრობის წევრები და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები.

საქართველოში დასრულდა სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“

„გლობალური პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვნული სწავლების საქართველოში ჩატარება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია“, განაცხადა პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა. მან განაცხადა, რომ საქართველოს მიზანია თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდა

ღონისძიების მსვლელობისას დააჯილდოეს სწავლების მონაწილეები, მათ შორის უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი მედლები „ღირსეული პარტნიორი“ გადაეცათ.

დახურვის ცერემონიამდე გაიმართა საჩვენებელი სწავლება – ოპერაცია „ოკასუსის ფარი“, რომელიც სამ კომპონენტს მოიცავდა – თავდაცვითი ოპერაციები, გარღვევა და კონტრშეტევა.

„სწავლების ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცებმა საკუთარი საბრძოლო შესაძლებლობები და მრავალეროვნულ გარემოში კოორდინირებული მოქმედების უნარები გამოავლინეს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში დასრულდა სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“

წვრთნების სცენარი ითვალისწინებს სასარდლო–საშტაბო და საველე სწავლებას საბრძოლო სროლით, მანევრების და საბრძოლო მხარდაჭერის ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

საქართველოში დასრულდა სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“

ნატოსთან ერთობლივი წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ ბოლოს 2019 წლის 27 ივლისი – 9 აგვისტოს ჩატარდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არაერთხელ განაცხადეს, რომ მოსკოვი არ ეთანხმება თბილისის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სწავლება შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს.