კახეთში ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

ასევე დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც გარყვნილ ქმედებებში ბრალდებულზე ფიზიკურად იძალადა და მას ყურზე დაზიანება მიაყენა.
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საგარეჯოს რაიონში დააკავეს ერთი არასრულწლოვანი რვა და ცხრა წლის ბავშვებთან გარყვნილი ქმედებების ბრალდებით და ასევე ამ არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობის გამო – ბავშვების მამა.

როგორც ტელეკომპანია „რუსთავი2“ იუწყება, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა ბავშვებთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. ამის შემდეგ ბავშვების მამამ მას ყურის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.

გორში მამაკაცი 10 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დააკავეს

დანა ნივთმტკიცების სახით პოლიციამ ამოიღო. დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა.

როგორც ერთ-ერთი ბავშვის დედა აცხადებს, გარყვნილი ქმედება თითქმის ერთ წელს გრძელდებოდა, მაგრამ თვითონ ბავშვი არაფერს ამბობდა, რადგან მოძალადე მას ყელის გამოჭრით ემუქრებოდა.

არასრულწლოვანს სხვა ბავშვებიც შეუტყუებია ერთ-ერთ შენობაში, მაგრამ ბავშვებმა კივილი დაიწყეს და ისინი გადაარჩინეს. ამის შემდეგ ამ ბავშვების მამა მოძალადე არასრულწლოვანს ფიზიკურად გაუსწორდა.

საჩხერეში 11 წლის მოზარდთან გარყვნილი ქმედების გამო 30 წლის მამაკაცი დააკავეს>>

ოჯახის წევრები და სოფლის მოსახლეობა დაკავებული მამის გათავისუფლებას და მოძალადე არასრულწლოვნის ოჯახის სოფლიდან გასახლებას მოითხოვენ.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო.