ცვლის ცნობიერებას: დასახელდა პოპულარული პრეპარატის საფრთხეები

აღნიშნული პრეპარატი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მედიკამენტია მსოფლიოში, თუმცა მეცნიერებმა მისი მოქმედების ნეირობიოქიმიური მექანიზმი აქამდე არ იციან.
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ანალგეტიკი — პარაცეტამოლი არა მარტო სხნის თავის ტკივილსა და სხეულის მაღალ ტემპერატურას, არამედ ტვინზეც ახდენს გავლენას, ხელს უწყობს რა აგრესიულ ქმედებასა და კოგნიტიური ფუნქციების შესუსტებას, აცხადებენ ოჰაიოს (აშშ) უნივერსიტეტის სწავლულები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია პორტალზე Oxford Academic.

დასახელდა გულის შეტევისა და ინსულტის გამომწვევი პოპულარული პრეპარატები

გავრცელებული ინფორმაციით, ოჰაიოელმა მეცნიერებმა 500 მოხალისეზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, რა დროსაც მათ ნაწილს აცეტამინოფენს (პარაცეტამოლის ამერიკული დასახელება) აძლევდნენ, ნაწილს კი პლაცებოს. ამის შემდეგ მათ საჰაერო ბუშტების გაბერვას ავალებდნენ, რაშიც ფულს უხდიდნენ. ანაზღაურების სიდიდე იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა ზომამდე იქნებოდა გაბერილი ბუშტი. მისი გახეთქვის შემთხვევაში ადამიანი არაფერს იღებდა.

აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც პარაცეტამოლს იღებდნენ, ბუშტს სარისკო ზომამდე ბერავდენ და ხშირადაც უსკდებოდათ, ხოლო ისინი, ვისაც პლაცებო ეძლეოდა, დროულად ჩერდებოდნენ და, შესაბამისად, ამ ჯგუფში არც ერთი ბუშტი არ გამსკდარა.

ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს შეაფასებინეს რამდენიმე ჰოპოთეტური მოვლენის რისკის დონე (მაგალითად, ე.წ. „ტარზანკით“ დიდი სიმაღლიდან ხტომა, ავტომობილის უღვედოდ სწრაფი მართვა და ა.შ.). ამ შემთხვევაშიც შედეგი იგივე იყო: ისინი, ვინც პარაცეტამოლს იღებდა, მზად იყვნენ რისკისთვის. პლაცებოს ჯგუფში ასეთები პრაქტიკულად არ აღმოჩნდნენ.

აშშ-ში წნევის წამალი აიკრძალა: დაწყებულია პრეპარატის ამოღება

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ პარაცეტამოლი აქრობს ნეგატიურ ემოციებსა და ამცირებს შფოთვის დონეს მაშინ, როდესაც ადამიანი სარისკო ნაბიჯის გადადგმას აპირებს. ამასთან მათ არ იციან, რატომ ხდება ასე.

პარაცეტამოლთან დაკავშირებით კიდევ ერთი კვლევაკანადელმა სწავლულებმა ჩაატარეს, რომელთა აზრითაც, ეს პრეპარატი კოგნიტიურ ფუნქციებზე ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს.

ექსპერიმენტის დროს ის საკვლევი პირები, რომლებსაც პარაცეტამოლს აძლევდნენ, შედარებით ნელა პასუხობდნენ შეკითხვებს და ამასთან ხშირად უშვებდნენ შეცდომებს, ვიდრე ისინი, ვინც პლაცებოს იღებდა. თუმცა ეფექტი ხანმოკლე იყო — რეაქციის სისწრაფე რამდენიმე საათში ძველ მაჩვენებელს უბრუნდებოდა.

„ტამიფლუ“, „ზანამივირი“... იაპონიამ „უცნაური ქცევის“ გამომწვევი პრეპარატები დაასახელა>>

ამერიკელმა მეცნიერებმაისიც დაადგინეს, რომ აცეტამინოფენი (იგივე პარაცეტამოლი) ემპათიასაც (თანაგრძნობის უნარი) თრგუნავს. ყოველ შემთხვევაში, ორ ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეებმა სწორედ ასეთი შედეგი აჩვენეს — პრეპარატის მიღების შემდეგ მათ უჭირდათ მოსაუბრის ემოციების „წაკითხვა“ და ასევე ცუდად აფასებდნენ საკუთარ თუ სხვათა ტკივილებს (მაგალითად, ღრმა ჭრილობით გამოწვეულს).  

აღსანიშნავია, რომ პარაცეტამოლის მოქმედების ნეირობიოქიმიური მექანიზმი აქამდე უცნობია. დადგენილია მხოლოდ ის, რომ ის გავლენას ახდენს ძირითადი ნეირომედიტორის — ოქსიტოცინის ცვლაზე, რომელიც არის კიდეც ემპათიაზე პასუხისმგებელი.