ატენის ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება

ამ დროისათვის მეხანძრეებმა ცეცხლის ღია კერების ჩაქრობა მოახერხეს, ახლა ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ატენის ხეობაში დილიდან განახლდა.

გორის მუნიციპალიტეტში ტყე იწვის>>

ცეცხლი სოფელ ატენთან ახლოს ტყეში გუშინ, საღამოს გაჩნდა. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, აალებადი ნივთიერებებისადმი, კერძოდ, ფეიერვერკებისადმი გაუფრთხილებელი მოპყრობა გახდა, იუწყება „პირველი არხი“.

ბორჯომი–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარს დაახლოებით 30 მეხანძრე–მაშველი აქრობს. ამ დროისათვის ღია კერები ჩამქრალია, მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოები.

სამუშაოები მეხანძრეებმა დილით განაახლეს. რთულად მისადგომ ადგილებში ბალახი და ბუჩქები იწვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მოქალაქეებს არაერთხელ მოუწოდეს, რომ დაიცვან უსაფრთხოების წესები.

ტყის ხანძრების ძირითადი მიზეზი ადამიანების გაუფრთხილებლობაა, ხოლო მაღალი ტემპერატურა ზაფხულში ცეცხლის გავრცელებას უწყობს ხელს.