პანდემიის დასაწყისიდან საქართველოში რუსეთის 43 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის პიკი მარტში დაფიქსირდა –  39 618 ადამიანი, მოგვიანებით ნაკადი შემცირდა. 
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი  — Sputnik. მიმდინარე წლის მარტი–ივნისის პერიოდში საკონტროლო–გამშვები პუნქტ „ყაზბეგის“ გავლით საქართველოში რუსეთის და ორმაგი მოქალაქეობის მქონე 43 278 პირი შემოვიდა, ნათქვამია შსს–ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ტესტირება, კარანტინი, მოგზაურობის ისტორია - რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს საზღვრის კვეთისას

სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ნებადართულია ტვირთების გადამზიდავებისთვის,  ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების და რუსეთის მოქალაქეებითვის, რომელთა მეუღლე ან 13 წლამდე შვილი საქართველოს მოქალაქეა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის პიკი მარტში დაფიქსირდა –  39 618 ადამიანი, მოგვიანებით ნაკადი შემცირდა. 

თვერუსეთიდან ჩამომსვლელთა რაოდენობა
მარტი32 788
აპრილი3 496
მაისი3 561
ივნისი3 433

მთლიანობაში პანდემიის დასაწყისიდან, ქვეყნის საზღვრები, რუსეთის მოქალაქეების გარდა, 75 683–ჯერ გადმოკვეთეს. 

თვეშემოსვლის რაოდენობა
მარტი39 618
აპრილი11 986
მაისი12 635
ივნისი11444

გარდა ამისა, შსს–მ წარმოადგინა პანდემიის პერიოდში საქართველო–რუსეთის საზღვრის გავლით გამსვლელი და შემომსვლელი სატრანსპორტო საშუალებების სტატისტიკა.    

თვე

მსუბუქი ავტომობილები

შემოსვლა

მსუბუქი ავტომობილები

გასვლა

სატვირთო ავტომობილები

შემოსვლა

სატვირთო ავტომობილები

გასვლა

ავტობუსები

შემოსვლა

ავტობუსები

გასვლა

მარტი7 98210 4979 5748 515341329
აპრილი94 13811 23211 66043
მაისი13629111 5869 78667
ივნისი15431110 1329 721315