ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს 2021-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა ექნება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 2020 წელს თავის 175-ე იუბილეს აღნიშნავს. მასში ფართოდაა წარმოდგენილი ქართული და მსოფლიო ფლორა.
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტრატეგიული და ლანდშაფტის განვითარების გეგმა წარადგინეს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცება მნიშვნელოვანია ეროვნული ბაღის სწორად განვითარებისთვის.

ეროვნული ბოტანიკური ბაღი „კავკასიის რეგიონული თესლის ბანკის" სადარაჯოზე

„ლანდშაფტის განვითარების გეგმა წარმოადგენს ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურისა და კოლექციების სივრცითი განვითარების კონცეპტუალურ დოკუმენტს. ლანდშაფტის გეგმა ეფუძნება ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის პრინციპებს და ამავდროულად ბოტანიკურ ბაღს აძლევს ახალ შესაძლებლობას – თანამედროვე გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დოკუმენტის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ბრიტანულ კომპანია Chris Blandford Associates-ს, რომელიც გეგმის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 2020 წელს თავის 175-ე იუბილეს აღნიშნავს, თუმცა მისი არსებობა თითქმის ოთხ საუკუნეს მოიცავს (წელს 384 წლისა გახდა). ესეც არ არის მისი ზუსტი ასაკი. პირველი წყაროების მიხედვით, 1636 წლიდან ეს ბაღი (იმ დროს სამეფო კარის ბაღი) უკვე ასრულებდა ბოტანიკური ბაღის ფუნქციას.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს 2021-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა ექნება

1845 წლის 1 მაისს კავკასიის მეფისნაცვლის, გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებულებით სამეფო ბაღს ოფიციალური სტატუსი მიენიჭა – „თბილისის ბოტანიკური ბაღი“. თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში იგი ერთადერთი სამეცნიერო კერა იყო კავკასიაში.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს 2021-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა ექნება

თბილისის ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ფლორის მდიდარი კოლექციები.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს 2021-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა ექნება

დღეისთვის ბოტანიკური ბაღი 97 ჰა ფართობს მოიცავს. იგი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში შედის.