თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში 15–17 სექტემბერს გაეროსთან არსებული მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს რიგით 112-ე სხდომა გაიმართება, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
აღმასრულებელი საბჭო ტურისტული ინდუსტრიის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებს.
„შეიძლება ითქვას, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მომავალი ორიენტირები სწორედ საქართველოში გაირკვევა“, – ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. საბჭო ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.
მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობა 2017 წლიდან საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ზურაბ პოლოლიკაშვილს უკავია.