ახალი გამოკითხვა: „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რბოლის ლიდერია

პარტიების რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
Sputnik

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოწინავე ძალაა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. ამას მოწმობს კომპანია Edisson Research-ის გამოკითხვის შედეგები, რომელიც Formula TV-ის შეკვეთით იმართება.

მოქალაქეები არჩევნებზე წავლენ, მაგრამ არ იციან, ვის დაუჭერენ მხარს – NDI-ს გამოკითხვა >>

გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე „დღეს რომ იმართებოდეს არჩევნები, ვის მისცემდით ხმას?“ გამოკითხულთა 38%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა.

რაზე მეტყველებს NDI-ის გამოკითხვა - ქართველ პოლიტიკოსთა შეფასებები

მეორე ადგილზე 15%-ით ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა.

ამის შემდეგ პოტენციურ ამომრჩეველთა ხმები ასე განაწილდა: „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 6%, „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4%, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 3%, „ლელო“ – 3%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3%, „გირჩი“ – 3%.

თითო-თითო პროცენტი დააგროვეს პარტიებმა „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“. ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ პარტიებს - „გამარჯვებულ საქართველოს“, „სამართლიანობისთვის“ და „თავისუფალ საქართველოს“.

თუმცაღა, გამოკითხულთა 23%-მა განაცხადა, რომ ჯერ არ იციან, რომელ პარტიას მისცემენ ხმას.

გამოკითხვა იმართებოდა 25 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე. სულ გამოიკითხა 2 850 ადამიანი. ცდომილება შეადგენს +/-2%.

კომპანია Edisson Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა უკვე მეექვსე რეიტინგია, რომელიც ამ ზაფხულს ჩატარდა. ყველა დანარჩენი გამოკითხვის მიხედვით, მმართველი პარტია იკავებს პირველ ადგილს, შემდეგ კი ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოდის.

ახალი გამოკითხვა: „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რბოლის ლიდერია