COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანმო არ დაამტკიცებს COVID-19-ის არც ერთ ვაქცინას, თუ... კრიტერიუმები განსაზღვრულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ელოდება შედეგებს ყველა იმ სახელმწიფოსგან, სადაც ამ დროისათვის ვაქცინის კლინიკური კვლევების მესამე ფაზა მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ დაამტკიცებს არც ერთ ვაქცინას COVID-19-ის წინააღმდეგ, თუ ის აბსოლუტურად უსაფრთხო და ეფექტური არ იქნება, განაცხადა ჯანმოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მსოფლიოს COVID-19-ის ვაქცინა არ ეყოფა: კომენტარი პლანეტის უმსხვილესი მწარმოებლისგან

მისი თქმით, ორგანიზაცია ელოდება შედეგებს ყველა იმ სახელმწიფოსგან, რომლებშიც ვაქცინების კლინიკური კვლევების მესამე ფაზა მიმდინარეობს.

„არც ერთ ვაქცინას, რომლებიც ახლა გამოიყენება, არ აქვს დასრულებული ტესტირების მესამე ფაზა. ყველა პარტნიორი გვამცნობს მათი აქტიურობის შესახებ. ის, რაც ჯანმოს სურს მიიღოს, არის მკაფიო ინფორმაცია ვაქცინების შესახებ და შედეგები. როგორც ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, ჩვენ არ დავამტკიცებთ არც ერთ ვაქცინას, რომელიც არ იქნება სრულიად უსაფრთხო და არ იქნება დადასტურებული მისი ეფექტურობა“, — აღნიშნა ჰარისმა.