ქუთაისში გოგონებმა ნაქირავები ბინა გაქურდეს და მიიმალნენ

მოიჯარეების ერთ-ერთი მთავარი რისკია, რომ ყველაფრით გაწყობილი ბინის გაქირავების შემდეგ ცარიელ კედლებს დაახვედრებენ
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. ქუთაისის ცენტრში გოგონებმა კეთილმოწყობილი ბინა იქირავეს და იქიდან ყველაფერი გამოზიდეს, იუწყება ტელეარხი „მთავარი“.

გოგონები ბინას ერთი თვის განმავლობაში ქირაობდნენ. შედეგად ბინიდან გაქრა ავეჯი, ტექნიკა და ძვირადღირებული ნივთები.

ბინის მეპატრონის თქმით, როდესაც ქირის საფასურის გადახდის დრო დადგა, მან გოგონებს დაურეკა. როდესაც ზარს არ უპასუხეს, ბინაში მივიდა. კარი პოლიციის დახმარებით გააღეს. სახლში შესვლისას მოიჯარეს ცარიელი კედლები დახვდა.

ტელეარხის ცნობით, ჯერ უცნობია, დააკავეს თუ არა ძარცვაში ეჭვმიტანილები.