ოთხ ქართულ სოფელში საკონტროლო პუნქტები მოეწყო

საქართველოს ხელისუფლება ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების აღკვეთის მიზნით ზომების მიღებას განაგრძობს.
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო საქართველოს ოთხ სოფელში საკონტროლო პუნქტები მოეწყო, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა.

კერძოდ, საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა ახმეტის რაიონის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის რაიონის სოფლებთან ზოდი და ჩხაკაურა და გორის რაიონის სოფელ ქიწნისთან.

ეზუგბაია: გორსა და მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი 100-კაციანი ქორწილი გახდა

„ამ სოფლებში ყველა შემსვლელი და გამომსვლელი დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

გარდა ამისა, ამ სოფლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმათება.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 165-ით გაიზარდა და 2392-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1370 ადამიანი, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.