მსოფლიო დღეს

„ბელარუსები თავად მოაგვარებენ“ - რაზე ისაუბრეს ლუკაშენკომ და პუტინმა სოჭში

ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ბელარუსი ყოველთვის იმეგობრებენ და პუტინს არჩევნების შემდგომ პერიოდში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. 14 სექტემბერს სოჭში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე რუსეთს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკაში თავად უნდა მოაგვარონ სიტუაცია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა.

„პუტინს სითბო უყვარს“ - ლუკაშენკო გამოტყდა, რაზე ესაუბრება რუსეთის ლიდერს

„ჩვენ ვხედავთ, რასაკვირველია, ყველაფერი ვიცით, რომ ბელარუსში ვითარდება შიდა პოლიტიკური მოვლენები, დაკავშირებული სწორედ ამ არჩევნებთან. თქვენ კარგად იცნობთ ჩვენს პოზიციას: ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ბელარუსებმა თავად, ყოველგვარი კარნახისა და გარედან ზეწოლის გარეშე, მშვიდად და ერთმანეთთან დიალოგის გზით თავად მოაგვარონ ვითარება და მივიდნენ ერთობლივ გადაწყვეტილებამდე, თუ როგორ განაგრძონ მუშაობა მომავალში“, - აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, დასძინა, რომ რუსეთში იციან ლუკაშენკოს ლოგიკური, მიზანშეწონილი და დროული წინადადების შესახებ, დაიწყონ მუშაობა ახალ კონსტიტუციაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ რუსეთი ერთგული რჩება იმ შეთანხმებების, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულებიდან The Collective Security Treaty Organization (CSTO) გამომდინარეობს.

„რუსეთმა იტვირთა გარკვეული ვალდებულებები და იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინაა ხელისუფლების სათავეში ამ მომენტში, ქვეყანამ ეს ვალდებულებები უნდა შეასრულოს“, - აღნიშნა მან.

პუტინმა განაცხადა ასევე, რომ რუსეთი აპირებს ბელარუსისთვის 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სახელმწიფო კრედიტის გამოყოფის შესახებ შეთანხმების შესრულებას.

ალექსანდრ ლუკაშენკო: „შესაძლოა ცოტა მეტხანს მომივიდა პრეზიდენტობა“

გარდა ამისა, პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის საკითხი განიხილეს. პუტინის თქმით, რუსეთი და ბელარუსი ავითარებენ მდგრად და ღრმა კოოპერაციას ზოგიერთი მიმართულებით. აქვე დასძინა, რომ კორონავირუსის პანდემიამ ტვირთბრუნვა შეამცირა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ მომავალში ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ეკონომიკური ურთიერთობები ძველ ნიშნულს დაუბრუნდება და კიდევ უფრო გაღრმავება.

ლუკაშენკომ, თავის მხრივ, რუს კოლეგას არჩევნების შემდგომ პერიოდში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ცნობილია, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ არეულობა დაიწყო. საპროტესტო აქციების შედეგად, შსს-ს მონაცემებით, დააკავეს 6,7 ათასამდე ადამიანი, დაშავდა ასობით მოქალაქე. ხელისუფლებამ ოფიციალურად სამი პირის გარდაცვალება დაადასტურა.