სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასაქმებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2227-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასაქმებულ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ბათუმში ცხოვრობს. ის დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზე  ელექტრიკოსად მუშაობს.

„მას ვირუსი დღეს დაუდგინდა. ამ ეტაპისთვის ლაითურში ღრმა კვლევები მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები აღნიშნულ პირის კონტაქტებს იკვლევენ“, – განაცხადეს  დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სპეციალური პენიტენციური სამსახურმაც. მათი ინფორმაციით, ინფიცირებულს არც იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან, არც პატიმრებთან და არც პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

„12 სექტემბერს ვირუსი დაუდასტურდა იმ სამშენებლო კომპანიის თანამშრომელს, რომელიც ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზეა დასაქმებული (ელექტრომონტიორი). თუმცა, ვინაიდან ეს არის მშენებარე დაწესებულება, იქ დასაქმებულ პირს არანაირი შეხება არ აქვს არც პატიმრებთან, არც იუსტიციის სამინისტროს ან პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში,

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2227-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.