GORBI: გამოკითხულთა ნახევარი ფსონს „ქართულ ოცნებაზე“ აკეთებს

GORBI-ს გამოკითხვაში, როგორც სხვა სოციოლოგიური ორგანიზაციების გამოკითხვებში, პარტიების რეიტინგში დამაჯერებლად ლიდერობს მმართველი პარტია
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. გამოკითხვის თანახმად, რომელიც საზოგადოებრივი აზრის და მარკეტინგის საერთაშორისო ცენტრ GORBI-მ ჩაატარა, დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, გამოკითხულთა 56,3% ხმას მისცემდა მმართველ პარტიას „ქართული ოცნება“. გამოკითხვის შედეგები გაშუქდა ტელეარხ „იმედზე“, რომელიც გამოკითხვის დამკვეთია.

Survation: „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რეიტინგის ლიდერია

რესპონდენტების პასუხები, რომლებიც 19-28 აგვისტოს ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე გამოკითხეს, ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 56.3%

„ნაციონალური მოძრაობა“ - 11.9%

„პატრიოტთა ალიანსი“ - 7.1%

„ევროპული საქართველო“ - 4.8%

„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3.5%

„ლეიბორისტული პარტია“ 3.3%

„ლელო“ - 2.9%

„გირჩი“ - 2.7%

„დემოკრატიული პარტია“ - 1,7%

„სხვა პარტიები“ - 1,3%

„ყველას გადავხაზავ“ - 4,5%

სულ გამოიკითხა 1 615 ადამიანი. გამოკითხვა ტელეფონით მიმდინარეობდა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის დროს ალოკაციის მეთოდია გამოყენებული.