სოციალური ქსელებიდან სამსახურის ძიებამდე - რისთვის იყენებენ ინტერნეტს საქართველოში

საქართველოს მოსახლეობა წლიდან წლამდე სულ უფრო აქტიურად იყენებს ინტერნეტს - როგორც კომპიუტერებიდან, ისე მობილური მოწყობილობებიდან
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი  – Sputnik. ყველაზე ხშირად საქართველოში 15 წელს ზემოდ ასაკის მოქალაქეები სარგებლობენ ინტერნეტით სოციალურ ქსელებში შესვლისას, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

საქართველოში ტელეარხები და ინტერნეტი ბავშვებისთვის გაცილებით უსაფრთხო ხდება

კვლევის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა ექვსი წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 74%-მა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,4%-ით მეტია.

ბოლო სამი თვის განმავლობაში 15 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობიდან ინტერნეტს ყოველდღიურად ან თითქმის ყოველდღიურად იყენებდა 89,2%, 9,4% - კვირაში ერთხელ მაინც (მაგრამ არა ყოველდღე) და 1,4% - უფრო იშვიათად.

ინტერნეტის გამოყენების ძირითადი მიზნები:

სოციალური ქსელების გამოყენება95,2%
აუდიო და ვიდეომასალების გამოყენება

86,1%

ახალი ამბების, გაზეთების და ჟურნალების კითხვა54,9%
ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება51,4%
ელექტრონული ფოსტის მიღება/გაგზავნა47,6%
საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება38,5%
ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა34,7%
პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა17,9%
სამუშაოს ძიება/სამუშაოსთვის აპლიკაციების (CV-ების) გაგზავნა14,2%

„საქსტატმა“ დათვალა ისინიც, ვინც ინტერნეტს კომპიუტერებისა და მობილური მოწყობილობების მეშვეობით იყენებს.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ექვსი წლის და მეტი ასაკის მოქალაქეების 86,5%-ს აქვთ მობილური ტელეფონები, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,7%-ით მეტია.

გარდა ამისა, კომპიუტერებით ისარგებლა ექვსი წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის 60,7%-მა.

15 წელს ზემოდ ასაკის მოსახლეობის 80,6% კომპიუტერით ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა, 12.8 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 6.6 პროცენტი კი - უფრო იშვიათად.