პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ოცეული წარადგინა. პარტიის რჩეულთა შორის საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი წევრი ვიქტორ სანიკიძე და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი დავით კაჭარავა აღმოჩნდნენ. ეს სწორედ ის დავით კაჭარავაა, რომლის და ტანმოვარჯიშე ქეთევან ხატიაშვილის სიყვარულის ისტორიაზე ბევრჯერ დაწერილა, თუმცა წყვილი ურთიერთობაზე არ საუბრობს.
დავით კაჭარავასთვის, ისევე, როგორც ქეთისთვის ეს პირველი ურთიერთობა არ არის. მორაგბეს პირველი ქორწინებიდან პატარა ვაჟი – ნიკოლოზი ჰყავს. ქეთის კი პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს. პანდემიამდე ბევრისთვის საყვარელი წყვილი იაპონიაში იმყოფებოდა.
ქეთიმ და დავითმა სტადიონზე გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში განათავსეს, თუმცა ბოლო პერიოდში წყვილი ერთად გადაღებულ ფოტოებს აღარ აქვეყნებს. ქეთიმ „ინტაგრამიდან“ ყველა ერთობლივი ფოტო წაშალა. ქართულ მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი დაშორდნენ.
ქეთევან ხატიაშვილი საზოგადოებამ გაიცნო პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“. კასტინგისთვის გადაღებულმა მისმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა და უცნობი ტანმოვარჯიშე მე-13 კონკურსანტი გახდა. რამდენიმე დღეში ქეთი უკვე მთელმა ქვეყანამ გაიცნო.
მაშინ, 2013 წელს მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვალვებში“ ახალი წესი შემოიტანეს. პროექტში საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება. ქეთიმ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ მუსიკაზე ვიდეორგოლი გადაიღო, საიტზე ატვირთა და 4 ათასზე მეტი ხმით ლიდერი გახდა. აქედან დაიწყო ქეთევან ხატიაშვილის ვარსკვლავური ცხოვრება. პროექტის დასასრული, მოგების მიუხედავად, მისთვის დრამატული აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ქეთევან ხატიაშვილის ოჯახის დანგრევა.