მსოფლიო დღეს

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“: გერმანიამ შეიძლება პროექტი შეაჩეროს

მანამდე გერმანიის კანცლერი აცხადებდა, რომ მისი მთავრობა აპირებს ბოლომდე დაასრულოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა მიუხედავად აშშ-ის წინააღმდეგობისა.
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ინციდენტის გამო გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა შეჩერდეს, განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ტელეარხ ZDF-ს.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ს“ მაინც დავამთავრებთ“: მერკელი აშშ-ის სანქციებს არ ეპუება
„ჩვენ დღის წესრიგში ყველა ვარიანტს დავაყენებთ და შესაფერის დროს მივიღებთ გადაწყვეტილებას. რუსეთს გამოძიებაში მონაწილეობით შეუძლია წვლილი შეიტანოს იმაში, რომ ამგვარი გადაწყვეტილება არ მივიღოთ“, — განაცხადა მინისტრმა.

კვირის დასაწყისში გერმანიის მთავრობა უკვე აცხადებდა რუსული პროექტის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობის თაობაზე. ეს განცხადებები ბუნდესტაგის ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა კლაუს ერნსტმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ პროექტით ბევრი ევროპული კომპანიაა დაინტერესებული.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით. პროექტს ახორციელებს Nord Stream 2 AG ერთადერთ აქციონერთან – „გაზპრომთან“ ერთად.