როდემდე გაგრძელდება საქართველოში ზაფხულის ამინდი – სინოპტიკოსების პროგნოზი

უქმეებზე საქართველოს დედაქალაქში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 32 გრადუსს მიაღწევს.
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში თბილი ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

როგორი ამინდი გველოდება უახლოეს დღეებში საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში 11–14 სექტემბერს ცხელი და უღუბლო ამინდი იქნება. 11–12 სექტემბერს დაბლობსა და მთის ზონებში ტემპერატურა 30–35 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 13 სექტემბერს ზოგიერთ რაიონში 38 გრადუსსაც მიაღწევს. 14 სექტემბრიდან ტემპერატურა ცოტა დაიკლებს – 28–33 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში ტემპერატურა 29–34 გრადუსის ფარგლებში იქნება. ამასთან, მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.

სპეციალისტები თბილისში თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა 30–32 გრადუსი იქნება.