თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. ტელეკომპანია Rustavi-2-ის თანამშრომელს, „კურიერის“ ერთ-ერთ ჟურნალისტს თეონა ცხომელიძეს COVID-19 დაუდასტურდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტელევიზიაში კონტაქტების მოძიება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართველ ჟურნალისტს ინფექცია დაუდასტურდა. ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ COVID-19 ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტს ვიკა ბუკიასაც დაუდასტურდა. ასევე ინფიცირებულია მისი მეუღლე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, აგრეთვე პოლიტიკოსი – ოპოზიციური კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი.
საქართველოში ბოლო დღეებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. დღეს 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა.
თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა>>
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1917-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1354 ადამიანი. გარდაიცვალა 19 პაციენტი.