„ამიტომაა ეს ვირუსი ასეთი მზაკვარი“ – „TV პირველის“ ჟურნალისტი განცხადებას ავრცელებს

ვიკა ბუკიას და მის მეუღლეს, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ნახეთ რას წერს ჟურნალისტი.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით წერს.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, ისიც და მისი მეუღლეც, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი თავს კარგად გრძნობენ, აქვთ დაბალი სიცხე და განსაკუთრებული მკურნალობა მათთვის ჯერჯერობით არ დაუნიშნავთ.

ეზუგბაია: კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 25-ის ინფიცირების წყარო აჭარაა
„ჩემი მთავარი სიმპტომი უსიმპტომობა იყო. როცა დამირეკეს და მითხრეს დადებითი ხარო, პირველი რეაქცია ასეთი იყო: „მაშაყირებთ?” – არა, გოგონა, როგორ გეკადრებათ, უნდა გადაგიყვანოთ თქვენ და თქვენი ქმარიო“, – წერს ჟურნალისტი.

ტელეკომპანიაში ამ დროისთვის ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ელოდებიან და ტესტირების გავლას აპირებენ.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, თავისი კონტაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ღონისძიებები გატარდება საქართველოს პარლამენტში და „TV პირველში”.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში  კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1830-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1334 ადამიანი. გარდაცვლილია 19 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.