მსოფლიო დღეს

ჯო ბაიდენს გაპრეზიდენტებაში 15 წლის მოზარდი ეხმარება

მოზარდმა იმდენი მოახერხა, რომ ზაფხულის განმავლობაში 83 ათასი მხარდამჭერი შესძინა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს სახელმწიფოს მეთაურის პოსტის დაკავებაში 15 წლის მოზარდი ეხმარება, იუწყება რადიო Sputnik.

ჯო ბაიდენმა შესაძლოა ინაუგურაციამდე ვერ მიაღწიოს: რესპუბლიკელების ეჭვი

გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატების კანდიდატის შტაბში მომუშავე ამერიკელმა პოლიტტექნოლოგებმა მიიჩნიეს, რომ ყოფილ ვიცე-პერზიდენტს Instagram-ში აქტიურობა მეტ პოპულარობას შესძენდა. სასურველი შედეგის მისაღებად აკაუნტის მართვა ბაიდენის ერთ-ერთ ნორჩ მხარდამჭერს დაავალეს, რომელმაც, პორტალ The Verge-ის ინფორმაციით, ზაფხულის განმავლობაში 83 ათასი ხელმომწერის მიზიდვა შეძლო.

უკვე სექტემბრის დასაწყისში შტაბის წევრებმა აკაუნტის მფლობელისგან აქტიური გვერდი იყიდეს და ამასთან შესთავაზეს მოზარდს, სწავლისგან თავისუფალ დროს კვლავ განეგრძო ჯო ბაიდენის მხარდამჭერი მასალების პუბლიკაცია.

დემოკრატთა კანდიდატის შტაბში აღნიშნავენ, რომ პანდემიის გამო სოციალური ქსელების მნიშვნელობა პოტენციურ ელექტორატთან კომუნიკაციის მხრივ ერთიორად გაიზარდა.