COVID-19 - ბოლო ცნობები

ისრაელის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელის ხელისუფლებამ 40 ქალაქში კომენდანტის საათი დააწესა, რომელიც 19:00 საათიდან დილის 5 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ისრაელის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ აფრთხილებს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

კერძოდ, ვებ-გვერდზე Georgia in Israel საელჩო იტყობინება, რომ 8 სექტემბრიდან ისრაელის „წითელი სტატუსის“ ქალაქებში 19:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში კომენდანტის საათი იმოქმედებს. 

ტესტი კორონავირუსზე 30 წამში, სიზუსტე – თითქმის ასი პროცენტი: ახალი კვლევა ისრაელში

სიაში შესულია ქალაქები: აშკელონი, აშდოდი, ბნეი-ბრაკი, მოდიინ ილითი, ელადი, ბეთ შემეში, ტირა, ბეიტარ ილითი, ნეტივოთი, დალიათ ელ-კარმელი, ეილათი, სდეროთი, კოხავ იაირი, კირიატ იარიმი და ა.შ.

იზღუდება პრაქტიკულად ყველა სახის სამეწარმეო საქმიანობა. აღნიშნულ ზონებში დაიხურება სკოლები და საბავშვო ბაღები. აკრძალულია დახურულ სივრცეში 10-ზე მეტი და ღია სივრცეში 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლიდან დისტანცია 500 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

ისრაელში ამ დროისთვის კორონავირუსის დაახლოებით 134 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1000-ზე მეტი ადამიანი.