რუსული ვაქცინა Sputnik V გამოშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში

რუსული ვაქცინა არის მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ, რომელმაც ლაბორატორიული კვლევების ყველა ეტაპი გაიარა.
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა სახელწოდებით „სპუტნიკ V“, რომელიც რუსმა მეცნიერებმა გამალეის ცენტრში შექმნეს, სამოქალაქო მიმოქცევაში გამოვიდა, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია პრეპარატის რეგიონებში მიწოდებაც, იუწყება РИА Новости რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

საკუთარი ვაქცინა: დასახელდა რუსეთში მოსახლეობის აცრის ვადები

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის მსოფლიოში პირველად დარეგისტრირებულმა ვაქცინამ უკვე გაიარა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა და მზად არის მასობრივი გამოყენებისთვის.

უწყების ინფორმაციით, კლინიკური გამოცდებისას პრეპარატმა კვლევის მონაწილეების 100 პროცენტს ჩამოუყალიბა მდგრადი ჰუმორალური და უჯრედული იმუნური პასუხი და ამავდროულად არ გამოუწვევია არანაირი არასასურველი რეაქცია არც ერთი კრიტერიუმით.

ამასთან, ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულების რაოდენობა აცრილ მოხალისეებში 1,4–1,5-ჯერ აღემატებოდა COVID-19-სგან განკურნებული პაციენტების ორგანიზმში არსებულს.