მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.
- 7 სექტემბერი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია.
კუროს დღეებში კარგია ყველაფრის საფუძვლიანად გაკეთება, უძრავი ქონების საკითხების გადაჭრა, ბუღალტრული გათვლების ჩატარება.
ამ დღეს არასასურველია ფულის გასესხება და ვალის აღება, შეთანხმებების დადება. კარგი დღეა საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, სახლიდან ძველი და უსარგებლო ნივთების გატანისთვის.
კუროს დღეები ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ამ დროს ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელნი ხდებიან. ასეთ პერიოდში, როგორც წესი, ყალიბდება მტკიცე, ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობები. ეს კავშირი დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, მხარდაჭერაზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, მაგრამ ნაკლებია მასში ცეცხლი და მგზნებარება.
რეკომენდებულია სიტყვებთან და მოქმედებებთან დაკავშირებით სიფრთხილე, რადგან ადვილია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება, დღის მშვიდად, მაგრამ არა განმარტოებით გატარება, შემოსული ინფორმაციის გადამოწმება, სამსახურიდან გათავისუფლება, თუ ეს დიდი ხანია, გინდათ, სერიოზული საქმეების გადადება, მიმდინარე საქმეების განხილვა, დღის პირველ ნახევარში კარიერის საკითხების გადაწყვეტა, დღის მეორე ნახევარში კი არასასურველია აქტიურობა, სამსახურში სამუშაო ადგილის მოწესრიგება, თუ ხელმძღვანელი ხართ – მთელ დაწესებულებაში, რეორგანიზაციის ჩატარება, კოლეგების მიმართ ნეიტრალური პოზიციის დაცვა.
არარეკომენდებულია ბიზნეს–საქმიანობა, შეხვედრების დანიშვნა, შეთანხმებების დადება, ფულის საკითხებზე მუშაობა, ფულით ტრაბახი, ახალ სამუშაოზე მოწყობა, სიახლეების განხორციელება, დაუფიქრებლად მოქმედება, პროვოკაციებზე თვითონ ან სხვების წამოგება, უცხო ადამიანებთან კონტაქტი, ახალი ნაცნობობა.
მგზავრობა შეიძლება, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ დოკუმენტებთან და ფულთან დაკავშირებით. არ ეკონტაქტოთ უცნობებს და გული არ გადაუშალოთ მათ.
თმის შეჭრა, შეღებვა: კუროს დღეს კარგია სალონში წასვლა, თმის შეჭრა: ის შემდეგ კარგად იზრდება, სიმტკიცეს ინარჩუნებს, ბოლოები არ იყოფა. ხელსაყრელი დღეა სახის მასაჟისა და გაწმენდისთვის, მაგრამ არარეკომენდებულია სახის ნიღბის გაკეთება.
მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.
თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>
მებაღეობა:კურო ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი დღეა. შეიძლება ნებისმიერი მცენარის დარგვა–გადარგვა, დათესვა, მათთვის ფორმის მიცემა, მავნებლებთან ბრძოლა, მოსავლის აღება, სასუქის მიცემა.