საქართველოში კარანტინის ვადა მცირდება

ამიერიდან საკარანტინო ვადა, 12 დღის ნაცვლად, 8 დღით განისაზღვრება. ამ ვადის შემდეგ პირს PCR–ტესტი ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ის საკარანტინო ზონას დატოვებს.
Sputnik

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართება>>

საკარანტინო ვადა თავდაპირველად 14 დღით იყო განსაზღვრული, შემდეგ ის 12 დღემდე შემცირდა. უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე, ან ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები ექვემდებარებოდნენ სავალდებულო კარანტინს 12 დღის განმავლობაში.

ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართება

ამიერიდან კი საკარანტინო ვადა 8 დღით განისაზღვრება. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირს PCR–ტესტი ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ის საკარანტინო ზონას მეცხრე დღეს დატოვებს. ასევე მოქალაქე ვალდებული იქნება ტესტი მე-12 დღეს კიდევ ჩაიტაროს.

გარდა ამისა, მოქმედი წესების მიხედვით, საქართველოში ჩამოსული ყველა პირი ვალდებულია წარმოადგინოს კორონავირუსის ტესტი, რომელიც ჩამოსვლამდე 72 საათის მანძილზეა გაკეთებული. იმ ადამიანებმა, რომლებიც კარანტინში ყოფნას არ ისურვებენ, 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ერთხელ უნდა ჩაიტარონ ტესტირება. ადრე ეს ვადა ასევე 14 დღეს შეადგენდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1684 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 1315 ადამიანი, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.