გახარია: კორონავირუსის აფეთქების გამო ბათუმი არ ჩაიკეტება

საქართველოს მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ დროისათვის ქვეყანაში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება.
Sputnik

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში, სადაც ეპიდვითარება გაუარესდა, ავტოტრანსპორტის შესვლა–გამოსვლაზე შეიზღუდვა არ დაწესდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე. 

ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართება

აჭარაში ზაფხულის სეზონზე კორონავირუსის შემთხვევების მომატებული რაოდენობა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ამ ეტაპზე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 88 პაციენტი მკურნალობს.

„ბათუმი არ დაიკეტება. ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა პრემიერმა გახარიამ.

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქობულეთსა და ბათუმში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 1684-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1315, გარდაიცვალა 19 პაციენტი.