ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 8 სექტემბერს

სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოს დედაქალაქში სამშაბათს აუტანელი სიცხე არ იქნება - 29 გრადუსი, ღამით კი 19 გრადუსამდე დაიკლებს
Sputnik

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში სამშაბათს, 8 სექტემბერს ღრუბლიან ამინდს და ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ.

სეტყვა, წვიმა და ელჭექი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

მზე 06:34 საათზე ამოვა და 19:22 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 19, დღისით მაქსიმალური კი 29 გრადუსია ნავარაუდევი. იქროლებს სუსტი ჩრდილო-დასავლეთი ქარი წამში 3-4 მეტრი სიჩქარით.