Covid-19 საქართველოში: ცნობილია თუ არა ინფიცირების ყველა წყარო

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1621-ს მიაღწია.  ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 1302 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან ცხრა ბათუმში მდებარე კაფე-საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.

COVID-19 საქართველოში: აჭარის ტელევიზია დაიკეტა

საქართველოში დღეს კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი რვით გაიზარდა.

რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, რვა ინფიცირებულთან კონტაქტს განეკუთვნება, აქედან სამი იმპორტირებული შემთხვევაა, მათ შორის ერთი სატვირთოს მძღოლია, ერთი რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, ერთის წყარო კი უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ „ავერსის" რუსთავის ფილიალის კლასტერი უკვე 14 შემთხვევას ითვლის, „დონას“ კლასტერი - 35-ს.

ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 319 ინფიცირებული მკურნალობს. ამჟამად კრიტიკულია სამი პაციენტის მდგომარეობა. მძიმე მდგომარეობაშია 15 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1621-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 1302 ადამიანი. გარდაცვლილია – 19. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6144, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 292 პაციენტია.

ბათუმში საჯარო სტრუქტურების თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ >>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.