COVID-19 საქართველოში: აჭარის ტელევიზია დაიკეტა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1621-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1302, გარდაცვლილია 19 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. მას შემდეგ, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტელევიზიაში შესაბამისი ზომები გატარდა, განაცხადა აჭარის ტელევიზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლმა ფირუზ ბოლქვაძემ.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

დღეს ცნობილი გახდა, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია.

ბოლქვაძის განცხადებით, ამ დროისთვის მაუწყებელი ჩაკეტილია და პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს.

„დაახლოებით 11 საათის შემდეგ მაუწყებელში ეპიდემიოლოგების მოსვლას ველოდებით, რომლებიც ჩაატარებენ ყველა საეჭვო კონტაქტის ტესტირებას. შედეგებზე იქნება დამოკიდებული, როგორ გააგრძელებს მაუწყებელი საქმიანობას. ინფიცირებული ჟურნალისტი არ არის. ვერ დავაკონკრეტებ თანამდებობას. მაუწყებლის თანამშრომელია. არც თუ ისე დიდია მისი საკონტაქტო წრე სამსახურში. მან ნებაყოფლობით ჩაიტარა ტესტირება და ვირუსი დაუდასტურდა“, – განაცხადა ფირუზ ბოლქვაძემ.

ბათუმში „დონას" კლასტერი ფართოვდება >>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1621-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1302, გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.