თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პოლიცია ეძებს ბლოგერ ივან სიჩოვს, რომელიც ექიმი–ზომბის გრიმით დადიოდა დონის როსტოვის ქუჩებში სასწრაფო დახმარების მანქანით და გამვლელებს აშინებდა.
პრანკის ვიდეო სოციალური ქსელებით გავრცელდა.
თავად ბლოგერი საკუთარ Instagram-აკაუნტზე წერს, რომ ამ პერფორმანსის მიზანი ექიმების დაუდევრობაზე ყურადღების გამახვილება იყო. სიჩოვი ირწმუნება, რომ დედამისი სწორედ ექიმების უცოდინრობის გამო დაიღუპა — სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალს გულის შეტევა ვერ დაუდგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ახლა არა მარტო სიჩოვს, არამედ მის თანამზრახველებსაც ეძებს, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ვიდეორგოლის გადაღებაში.