საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ავსტრიის „შტურმის“ 24 წლის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება და ერთა ლიგის ორ მატჩს გამოტოვებს.
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. ავსტრიული „შტურმის“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

31 ივლისიდან სტადიონებზე მაყურებელს დაუშვებენ: რა წესების დაცვა მოუწევს გულშემატკივარს

24 წლის ოთარ კიტეიშვილი და მისი თანაგუნდელი ფილიპ ხუსპეკი დანარჩენ გუნდთან ერთად არ ვარჯიშობენ, რადგან მათმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა.

კიტეიშვილი ავტრიის „შტურმში“ 2018 წლის ივლისში გადავიდა.

თავისი ქვეყნის ნაკრებს ოთარი 1 სექტემბერს უნდა შეერთებოდა. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა იგი ერთა ლიგის მატჩებისთვის გამოიძახა. თუმცა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კიტეიშვილს კორონავირუსი აქვს, მისი სხვა მოთამაშით ჩანაცვლება გადაწყდა.

5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ესტონეთის ნაკრებს ტალინში შეხვდება, სამი დღის შემდეგ, 8 სექტემბერს კი ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.