თუ გინდათ გახდეთ, თითის წვერებზე იარეთ: დასახელდა დეტალები

ამერიკელმა სწავლულებმა ექსპერიმენტით დაადგინეს, რომ წონაში დასაკლებად ადამიანებს ხშირ შემთხვევაში საერთოდ არაფერში სჭირდებათ ათასგვარი დიეტის დაცვა.
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თითის წვერებზე რეგულარული სიარული ხელს უწყობს წონაში აქტიურ კლებას, იუწყება Science Daily.

დადგინდა, რა შემთხვევაში სუქდებიან ქალები მამაკაცებზე მეტად

როგორც ირკვევა, სპეციალისტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 20-დან 40 წლამდე ასაკის 27 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ისინი სამ ჯგუფად დაყვეს და თითოეულ ჯგუფს სხვადასხვა სახით სიარული და სირბილი დაავალეს.  

ექსპერიმენტის ბოლოს მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ისინი, ვინც ქუსლზე დაყრდნობით (ანუ ჩვეულებრივად) დადიოდნენ, კვლევის სხვა მონაწილეებზე ნაკლებ ენერგიას ხარჯავდნენ. ხოლო ისინი, ვინც თითის წვერებზე აწეული მოძრაობდნენ, 83%-ით მეტ კალორიას წვავდნენ.

გარდა ამისა, სპეციალისტები ამბობენ, რომ თითის წვერებზე სიარული ზრდის ტერფის, ზურგის, მუხლებისა და ბარძაყების კუნთების აქტიურობას.

სპეციალისტები ურჩევენ გახდომის მსურველებს, ყოველდღიურად ხუთ–ხუთი წუთის განმავლობაში იარონ თითის წვერებზე. 

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათი კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს ალგორითმის შემუშავებას წონაში დასაკლებად — ექიმები პაციენტს უბრალოდ დაუნიშნავენ თითის წვერებზე რეგულარულ სიარულს ან სირბილს, რათა ორგანიზმმა ბევრად აქტიურად დაწვას ზედმეტი კალორიები.