მსოფლიო დღეს

შეცვალა თუ არა ევროკავშირმა სია საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით: წყაროს ინფორმაცია

იმ ქვეყნების სიაში, რომლებისთვისაც ევროკავშირი კორონავირუსის პანდემის გამო ჩაკეტილ საზღვრებს ხსნის, ამ დროისათვის საქართველოც შედის
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირმა უცვლელი დატოვა მესამე ქვეყების სია, რომლებთანაც სახელმწიფო საზღვრების გახსნაა რეკომენდებული, იუწყება РИА Новости წყაროზე დაყრდნობით.

ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების მსურველთათვის რეგულაციები მკაცრდება

ცნობილი ხდება, რომ სიის გადახედვის საკითხი  ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრის დღის წესრიგში იყო შესული.

„სია არ შეცვლილა“, — განუმარტა წყარომ სააგენტოს.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ სიაში კვლავ არ შედიან აშშ და რუსეთი.

აღსანიშნავია, რომ ბოლოჯერ ჩამონათვალი აგვისტოში ჩასწორდა, როდესაც იქიდან მაროკო ამოიღეს.

ამ დროისათვის იმ ქვეყნების სიაში, რომლებისთვისაც ევროკავშირი  საზღვრებს ხსნის, შედიან: ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ასევე ჩინეთი.