ეზუგბაია: კორონავირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი ინფიცირებულებთან კონტაქტია

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1510 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1253, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 5828 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 232 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან დიდი ნაწილი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, 14 შემთხვევა ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია, რვა „იმპორტირებულია", კიდევ ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროს დადგენა კი ვერ მოხერხდა. შემოტანილი შემთხვევებიდან ხუთი ტრაილერის მძღოლია.

არჩილ თალაკვაძის შემდეგ მამუკა მდინარაძე: დეპუტატს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 230 ინფიცირებული მკურნალობს. ამჟამად კრიტიკულია სამი პაციენტის მდგომარეობა. მძიმე მდგომარეობაშია 21 პაციენტი.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი პაციენტები არ მიუღია, ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით ცხრა პაციენტი მკურნალობს. მათ შორის ერთი მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტია. მისი მდგომარეობა რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილური იყო, მაგრამ დღეს მდგომარეობის გაუარესება შეიმჩნევა, აღნიშნა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1510 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1253, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 5828 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 232 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს ორ კორპუსში კორონავირუსითა და აივ-ინფექცია/შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება განახლდა. დაახლოებით სამი კვირის შემდეგ ინფიცირებულთა მიღება დაიწყება ბოქსირებულ განყოფილებებშიც.

თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ არასათანადო პირობების გამო კორონავირუსითა და აივ-ინფექციით ინფიცირებულთა მიღება 21 აგვისტოდან შეწყვიტა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საავადმყოფოს 300 ათასი ლარი გამოუყო.