საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამართვის თარიღი გამოცხადდა

წელს საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. პარლამენტის 150 დეპუტატიდან 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით აირჩევენ.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების თარიღს დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს

„ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! მან კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობა", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამჯერად საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით. დღეისთვის ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა 59-მა არასაპარლამენტო პარტიამ.

„მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად. დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის", – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.