ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძარია

ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარია, განუცხადეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.