„თბილისობის“ აღნიშვნა მოსკოვში კორონავირუსის გამო გადაიდო

როგორც მინიმუმ წლის ბოლომდე არ შეიძლება მასობრივი ღონისძიებების გამართვა, ორგანიზატორებს დიდი ჯარიმები ემუქრება
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. „თბილისობა მოსკოვში“, რომელიც ტრადიციული გახდა, რთული ეპიდსიტუაციის გამო გადაიდო, განუცხადა Sputnik-საქართველოს დღესასწაულის ორგანიზატორმა თათა ფულარიანმა.

რატომ გაუქმდა მოსკოვში „თბილისობის“ აღნიშვნა

„თბილისობის“ დღესასწაული მოსკოვში 2011 წლის შემდეგ აღინიშნება. ღონისძიება მასშტაბურ ხასიათს ატარებდა. თბილისობის დღესასწაული ყოველწლიურად ეძღვნებოდა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს. ღონისძიების სტუმრებს შეეძლოთ უკეთ გაეცნოთ ეროვნული სიმღერები და ცეკვები, ასევე დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.

„როგორც მინიმუმ წლის ბოლომდე არ შეიძლება მასობრივი ღონისძიებების ჩატარება. ეს საშიში და რთულია. ორგანიზატორებს დიდი ჯარიმები ემუქრება. ამიტომ დღესასწაული გადავიტანეთ, მინიმუმ გაზაფხულამდე“, - განაცხადა ფულარიანმა.

მისი თქმით, ზამთარში „თბილისობას“ ორგანიზატორები კლიმატური პირობებისა და სიცივის გამო არ ჩაატარებენ.