თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე–ღამეში კორონავირუსით დაინფიცირების 142 ახალი შემთხვევა გმოვლინდა, ამავე დროს კლინიკებიდან გაეწერა 97 პაციენტი, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.
ოფიციალური მონაცემებით, გასულ დღე–ღამეში არსებული დაავადებების გართულებით კორონავირუსის მქონე სამი პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოდან სამშობლოში აზერბაიჯანის კიდევ 200 მოქალაქე ბრუნდება>>
თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში სულ კორონავირუსის 35 986 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან გამოჯანმრთელდა 33 461, გარდაიცვალა – 527 ადამიანი.
ამჟამად განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას COVID-19–ზე 1998 ადამიანი განაგრძობს.