პუტინი: ბელარუსში რუსული ძალების გამოყენების აუცილებლობა ჯერ არ არსებობს

რუსეთს ბელარუსის, როგორც მოკავშირე სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებები აქვს უსაფრთხოების სფეროში, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ბელარუსში რუსული ძალების გამოყენების აუცილებლობა ჯერჯერრობით არ არსებობს და ამას მინსკშიც ეთანხმებიან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ინტერვიუში.

შევა თუ არა ბელარუსი რუსეთის შემადგენლობაში: რუსი სენატორის კომენტარი

რუსეთის ლიდერის აზრით, ვითარება რესპუბლიკაში სწორდება, ხოლო ძალოვნები საკმაოდ თავშეკავებულად იქცევიან. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მომხდარზე იმაზე უფრო ნეიტრალურად რეაგირებს, ვიდრე ევროპელები და ამერიკელები.

გარდა ამისა, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ვალდებულებები ბელარუსის მიმართ უსაფრთხოების სფეროში და ეს საკითხი პრეზიდენტმა ლუკაშენკომ დააყენა.

„ალექსანდრ ლუკაშენკომ მთხოვა ჩამომეყალიბებინა გარკვეული რეზერვი სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებისგან და მე ეს გავაკეთე. მაგრამ ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ის არ გამოიყენებს მას მანამ, სანამ ვითარება კონტროლიდან გამოსვლას არ დაიწყებს“, — აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა ტელეარხ Россия 1-ის ეთერში.

ამასთანავე პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვში იმედი აქვთ, რომ ბელარუსული პრობლემები მშვიდობიანად გადაწყდება.

კრემლი კომენტარს არ გააკეთებს: პესკოვმა ბელარუსზე დასმულ შეკითხვას უპასუხა>>

მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80,1% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე სვეტლანა ტიხანოვსკაია გავიდა 10,12%-ით. ოპოზიციამ ეს შედეგები არ აღიარა და ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებიც დღემდე გრძელდება.