COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა სამოქალაქო ბრუნვაში შევა

რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც COVID-19-ის წინააღმდეგ პრეპარატი დაარეგისტრირა, თავად ვაქცინა მუშაობს ეფექტურად, აყალიბებს მდგრად იმუნიტეტს და გავლილი აქვს ყველა საჭირო შემოწმება
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik.  რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სამოქალაქო ბრუნვაში შედის, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ, იუწყება РИА Новости.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამოქალაქო ბრუნვაში მიწოდება იწყება“, - განაცხადა მურაშკომ აქციაზე „ჩვენ ერთად ვართ“.

ყველაფერი COVID-19-ის რუსული ვაქცინის შესახებ

ადრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) აცხადებდა, რომ მიესალმება ყველა მიღწევას კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების კვლევების და შემუშავების სფეროში და მზად არის გადაამოწმოს მონაცემები რუსული ვაქცინის შესახებ.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, ჯანმო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ვაქცინის კვლევა დადგენილი პროცედურების შესაბამისად ტარდებოდა, ასევე მზად არის პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეაფასოს. ამასთან ჯანმოს სპეციალისტები რუს მეცნიერებთან მჭიდრო კავშირში არიან.

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ 11 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი დაარეგისტრირა, ხოლო თავად ვაქცინა მუშაობს ეფექტურად, აყალიბებს მდგრად იმუნიტეტს და გავლილი აქვს ყველა საჭირო შემოწმება.

ჯანმო დაინტერესებულია СOVID-19-ის რუსული ვაქცინით - ვიდეო >>

როგორც კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი იუწყებოდა, რუსული ვაქცინა სამოქალაქო ბრუნვაში 2021 წლის 1 იანვარს შევა. მისი სახელწოდებაა Спутник-V.