ბაღდათში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს კომფორტულ გარემოში სწრაფად, რაიონიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

ცენტრის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

საზოგადოებრივი ცენტრები – იუსტიციის სახლების პროტოტიპებია. საზოგადოებრივი ცენტრები რეგიონების მოსახლეობას, მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. 

კახეთში ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

ბაღდათში საზოგადოებრივი ცენტრი – ეს არის თანამედროვე შენობა, რომლის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აღნიშნულ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს კომფორტულ გარემოში სწრაფად, რაიონიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით.

საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც გასცემს პირადობის, ქორწინების მოწმობებსა და ბევრ სხვა დოკუმენტს, შეძლებს ქონების დარეგისტრირებას და ა.შ. გარდა ამისა, საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება ბანკების ფილიალები.