როდის გამოიდარებს საქართველოში? – სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსები საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე თვის ბოლომდე უღრუბლო, მზიან ამინდს გვპირდებიან.
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით 26 აგვისტოდან საქართველოში გამოიდარებს და მზიანი ამინდი იქნება, აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 27 აგვისტოს

ზოგიერთ რაიონში 27–28 აგვისტოს შესაძლებელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა ბარში პლუს 27–32 გრადუსი იქნება.

29–31 აგვისტოს ძირითადად მზიანი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა პლუს 29–34 გრადუსი იქნება.

ასევე მზიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისში. ტემპერატურა დედაქალაქში 25–28 აგვისტოს პლუს 29–31 გრადუსი, ხოლო 29–31 აგვისტოს – 31–33 გრადუსი იქნება.