COVID-19 - ბოლო ცნობები

გამალეის ცენტრი კორონავირუსის ვაქცინის გამოცდის შემდგომი ეტაპისთვის მზადაა

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა არ გამორიცხა, რომ რუსული ვაქცინის უცხოეთში ექსპორტი მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყოს.
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. გამალეის სახელობის ცენტრმა დოკუმენტები წარადგინა კორონავირუსის ვაქცინის პოსტრეგისტრაციულ გამოცდებზე, განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ.

„ამ დროისათვის მიმდინარეობს მუშაობა საწარმოო სერიებზე და ხარისხის კონტროლზე“, — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მანამდე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფიოში პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის, რომელსაც სახელად Спутник V ეწოდა.

როდის დაიწყებს რუსეთი ვაქცინის ექსპორტს: დასახელდა ვადები

ვაქცინა გამალეის სახელობის ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მხარდაჭერით. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ კლინიკური გამოცდების დროს ყველა საცდელ პირს გამოუმუშავდა ანტისხეულების მაღალი ტიტრები. ამასთან, სერიოზული გართულებები არც ერთ მათგანს არ დაფიქსირებია.

როგორ ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა აღნიშნა, ფონდმა ოცზე მეტი ქვეყნის განაცხადი მიიღო კორონავირუსული ვაქცინის ჯამში მილიარდი დოზის შეძენაზე. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უკვე მოილაპარაკა ვაქცინის წარმოების შესახებ ხუთ ქვეყანასთან, რომლებსაც არსებული სიმძლავრეები საშუალებას აძლევს წელიწადში 500 მილიონი დოზა გამოუშვან.

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის დენის მანტუროვის თქმით, ვაქცინის უცხოეთში ექსპორტი შესაძლოა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყოს.